ქერეს მოსახლეობა მთის დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

961

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

მოსახლეობის განცხადებით, აუცილებელია კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელს მთის დასახლების სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნული მოთხოვნით ისინი გორის ვიცე-მერს გელა კაპანაძეს ხვდებიან.

გელა კაპანაძე ამ წუთებში სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს ესაუბრა. იგი შეხვედრის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.