თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

864

ჩუღურეთის რაიონში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გზა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 480 გრძივი მეტრი ბორდიური და 1320 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ჩუღურეთის გამგეობის ცნობით, ამ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.

„ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, იგება გზები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ასევე, ვხდებით მოსახლეობას, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან ერთად ვგეგმავთ სამომავლო პროექტებს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საგზაო სამუშაოები კომპანია „ბი ემ სიმ“ განახორციელა. ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ასფალტის საფარი დაიგო და ქვაფენილი მოეწყო 16 ქუჩაზე.