ბორჯომის ბიუჯეტი 2 310 535 ლარით გაიზარდა (ვიდეო)

1071

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა და საბოლოოდ 2 310 535 ლარის ცვლილება შეიტანა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

ბორჯომის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მაია პაიჭაძის თქმით, ეს ცვლილება გამოწვეული იყო 2017 წლიდან გადმომავალი ნაშთით, რომელიც დარჩენილი იყო. მისი თქმით, თანხების დიდი ნაწილი მუნიციპალური ავტოპარკის განახლებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

საკრებულოს ოპოზიციაში თანხების გადანაწილების პრინციპმა შეკითხვები გააჩინა, კერძოდ ნაციონალი დეპუტატები დაინტერესდნენ რა კრიტერიუმებით გადანაწილდა ფული.

საბოლოოდ, ცვლილებების შედეგად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 25 მილიონამდე ლარით განისაზღვრა.