ბათუმში 1-ელი ივლისიდან ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან

1186

წინა სტატია

პირველი ივლისიდან, ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო გამოავლენს და დააჯარიმებს.

მერიის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში შეიქმნა ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც 24- საათიან რეჟიმში, შსს-ს მიერ გადაცემული ხმაურსაზომი აპარატების მეშვეობით, ინსპექტირებას გაუწევენ აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურს.

ბათუმის მერიის ცნობით, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარის ოდენობით.

„იმოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეატყობინონ მონიტორინგის ჯგუფს მიმდინარე სამართალდარღვევის შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: +995 598 85 15 20.

გარდა ამისა, 24 – საათიან რეჟიმში იმოქმედებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ფეისბუქ გვერდი. ხოლო, ცხელი ხაზი ამოქმედდება 1-ელი ივლისიდან.

დამრღვევი პირები გამოვლინდებიან და დაჯარიმდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა კოდექსის 77/1 და 77/ 2 მუხლებით”,-  აცხადებენ ბათუმის მერიაში.