ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა

998

ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების N17, N18 და N19 კორპუსების მიმდებარედ, ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში, საფრთხე ექმნებოდა.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ისნის რაიონის გამგეობამ სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდება.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს, ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბინული 2010“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 52 865 ლარია.