ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

705

ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წლის დეკემბერში გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ბათილად ცნო გამგეობის საატესტაციო-საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ, თუმცა, მათი აღდგენა თანამდებობებზე არ დაუვალებია და გასცა განკარგულება, რომ კონკურსი ახლიდან ჩატარდეს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელე მხარე, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, ამ ნაწილის გასაჩივრებას გეგმავს.
გამგეობამ ასევე არასაკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები გამგეობის მიერ თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თაობაზე. გამგეობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი