სატენდერო კორუფციული ნიშნების გამო შიდა ქართლში, ძირითადად, კასპის მერიას უჩივიან

2018 წლის პირველ ნახევარში, შიდა ქართლის მასშტაბით, სახელმწიფო ტენდერებში კორუფციული ნიშნების გამო ყველაზე მეტი საჩივარი კასპის მერიის წინააღმდეგ დაიწერა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ პერიოდში კასპის მერიის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრებიდან 5-ვე დაკმაყოფილდა:3 – ნაწილობრივ, ხოლო – 2 სრულად. 2012 წლიდან მოყოლებული, საჩივრების რაოდენობით კასპის მერია შიდა ქართლის რეგიონში სიის სათავეში დგას – მის წინააღმდეგ დაწერილი 33 საჩივრიდან 15 დაკმაყოფილებულია, მათ შორის, 4 სრულად.

გორის მერიის წინააღმდეგ შესიდვების სააგენტოში საჩივრები 2018 წლამდე არ დაწერილა. მიმდინარე წელს, 3 საჩივარი დაიწერა, აქედან ორი დაკმაყოფილდა, ერთი – არა. დაკმაყოფილებულებიდან კი, ერთი ნაწილობრივ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ წელს ჯერ არც ერთი საჩივარია დაწერილი. 2012 წლიდან დღემდეგ 13 საჩივარია რეგისტრირებული, საიდანაც არ დაკმაყოფიდა 9.

2018 წლის პირველ ნახევარში ხაშურის მერის წინააღმდეგ საჩივარი ორმა კომპანიამ დაწერა, თუმცა არც ერთი დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს, სულ 18 საჩივარი დაიწერა, აქედან დაკმაყოფილდა 4, მათ შორის, ერთი – სრულად.

სარჩელების შინაარსი, ძირითადად, კორუფციული ნიშნების შესაძლო არსებობას შეეხება.

მსგავსი სიახლეები