ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებისათვის 9 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

864

წინა სტატია

ქუთაისის მერია სარესტორნო  მომსახურებისათვის 9 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს. ტენდერის პირობების მიხედვით,  „მიმწოდებელი“ ვალდებულია ქუთაისის მერია უზრუნველჰყოს მერიის სტუმრებისათვის, მენიუ #1-ს შესაბამისად 250 პერსონაზე, მენიუ #2-ს შესაბამისად 300 პერსონაზე კვებითი მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

სატენდერო წინადადებების მიღება 4 ივლისიდან დაიწყება და 6 ივლისის ჩათვლით გასტანს.

ამ დრომდე ქუთაისის მერია სარესტორნე მომსახურებისათვის ერთ პირთან აფორმებდა ხელშეკრულებებს. კერძოდ, ქუთაისის მერიამ 2018 წელს კვებითი და სარესტორნე მომსახურებისათვის  53 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა.