კალაძე: თბილისის ეკოლოგიურ პროექტებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ

770

თბილისის მერია ჰაერის დაბინძურებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომელიც ცენტრალური მთავრობის სხდომას ესწრებოდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“მთავრობის სხდომაზეც განვაცხადე და გავიმეორებ, რომ პირველ ეტაპზე არსებული ავტომობილები ტექდათვალიერებას გაივლიან და შესაბამისი მონაცემების არქონის შემთხვევაში, ხმარებიდან აუცილებლად იქნება ამოღებული”, – თქვა კალაძემ.