ზუგდიდს ახალი გერბი და დროშა ექნება

653

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის დროებითმა სამუშაო ჯგუფმა გერბისა და დროშის სამი საპროექტო წინადადებიდან ერთ-ერთი შეარჩია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძესთან განვიხილეთ თითოეული პროექტი, შევაფასეთ ესკიზების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და კრიტერიუმებთან. უპირატესობა მივანიჭეთ ერთ საპროექტო წინადადებას. ჩვენ მოვამზადებთ დასკვნას, რომელსაც საპროექტო წინდადადებასთან ერთად წარვუდგენთ საკრებულოს, სადაც დამტკიცდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – დროშა და გერბი“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა კონსტანტინე კაკავამ, რომელიც სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, ზუგდიდის დროშა და გერბი დამტკიცდება საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 6 ივლისს არის დანიშნული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშასა და გერბზე კონკურსი ზუგდიდის საკრებულომ 11 ივნისს გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 25 ივნისს დასრულდა, სამუშაო ჯგუფმა კი 27 ივნისს საუკეთესო პროექტი შეარჩია.