Telemadrid-მა საქართველოს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა

605

„ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოში, რომელიც კავკასიის განძია. ეს არის შავიზღვისპირა ქვეყანა, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარე ეს პატარა ქვეყანა ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით. ამის ნათელი მაგალითია ქვეყნის დედაქალაქი თბილისი.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ქვეყანაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, გორშიც, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა და მოვინახულეთ მისი სახლ-მუზეუმი.

ვიმყოფებოდით სვეტიცხოვლის ტაძარშიც, რომელიც 1984 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. ჩვენ მიგვიწვიეს პრინც ხუან იოანე ბაგრატიონის სამეფო ქორწილშიც, რომელმაც ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა,“- ჰყვებიან Telemadrid-ის ჟურნალისტები.