ყვარლის მერიამ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

697

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ვაკანტურია საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციები.  მერიის ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას.

“კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე სავალდებულოა საგარეო ურთიერთობების ან საერთაშორისო პროექტების ან ტურიზმის სფეროში მუშაობის ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. საგარეო ურთიერთობების საკითხებში უფროსი სპეციალისტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კი აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს“, – განაცხადეს ყვარლის მერიაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მერიის მიერ გამოცხაებულ ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე  6 ივლისამდე შეეძლებათ.