ქვემო სამგორში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

737

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვემო სამგორის საუბნო ტერიტორიაზე საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, 5 მისამართზე უკვე დასრულდა ასფალტის ახალი საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა.

“2 მისამართზე საგზაო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ 2 მისამართზე მოეწყობა. გარდა ამისა, ქვემო სამგორში, 13 მისამართზე წყალსადენის ქსელი მოეწყო; სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები 8 მისამართზე გამოიცვალა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის საყრდენ კედლებს; მოეწყო ორი სპორტული მოედანი და 6 სკვერი”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.