დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებაზე ტენდერი გამოცხადდა

1254

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლებაზე, დაახლოებით, 4.6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პროექტის განხორციელება მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში იგეგმება.ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პროექტით გათვალისწინებულია დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმინდა ნინოს და შამანაურის ქუჩების – ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების და იქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპით ინფრასტრუქტურის მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა და სამუშაო ხელის დამატება მოითხოვა.