ბათუმისა და ხელვაჩაურის მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმისა და ხელვაჩაურის მიკროავტობუსის მძღოლები ბათუმის მერიის წინ აქციას მართავენ. ისინი საკრებულოს ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, სამარშრუტო ხაზები უნდა შემცირდეს. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძღოლის თქმით, დღეს საკრებულოს სხდომაზე ხაზების შემცირების საკითხის განხილვა იგეგმება.

“გვიპირებენ შემცირებას, მარშრუტების შეცვლას, სალარო აპარატების დაყენებას მანქანებში, ამას ემატება საწვავის გაძვირებაც, როგორ ვიმუშაოთ?”-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მძღოლების განცხადებით, აქციას მანამდე გააგრძელებენ, სანამ საკრებულოში ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.

მსგავსი სიახლეები