ეკატერინე დედოფლის სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

944

წინა სტატია

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს უახლოეს პერიოდში დაიბრუნებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ცნობით, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების IV – საბოლოო ეტაპი მიმდინარეობს.

ამის შემდეგ კი ეკატერინე დედოფლის სასახლის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.

სააგენტოს ცნობით, 3-წლიანი სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში, სასახლეში კაპიტალურად გამაგრდა შენობის კონსტრუქციული სეგმენტები. სრულად შეიცვალა სახურავი. განახლდა სართულშუა კოსტრუქციები და იატაკი. სასახლის სარდაფები გაიწმინდა წლობით დაგროვებული მიწისა და ნაგვის მასისაგან, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინტერიერის ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებას ქმნიდა. უწყების ცნობით, შენობის ქვედა სართული მთლიანად მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები. სასახლის ექსტერიერი მთლიანად გაიწმინდა ძველი, დაზიანებული ნალესობისგან, რომლის ნაცვლად შენობის ფასადები სრულად შეილესა და დამუშავდა ჰიდროსაიზოლაციო ხსნარებით. სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯრები.

ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშოებზე, რომელსაც არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძის ხელმძღვანელობით შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებს, 2 მილიონ ლარამდე თანხა იხარჯება.