კასპის მაღალმთიან სოფლებთან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

1275

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების საკორინთლო – ახალშენასთან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ბეტონის კივუეტების, ლითონის ცხაურები, ეზოებში შესასვლელი ლითონის მილები, საგზაო სამოსის-ასფალტო ბეტონისა და საგზაო ნიშნების მოწყობა იგეგმება. ძირითადი გზის სიგრზე 2 700 მეტრია.

სამუშაოებს დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანია შპს „იბოლია“ ახორციელებს.

გზის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

“კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.