რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

704

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე, თბილისში, რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით – „თბილისური ბაზარი“ გაიმართება.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, „თბილისურ ბაზარზე“ დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა – აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.