AFD ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს დააფინანსებს

781

ხაშურში წყლის ინფრასტრუქტურის განვითრების მხარდასაჭერად გარკვეული ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა იყო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელთან ჟან-ბატისტ დიუმესთან შეხვედრის მთავარი თემა.

უწყების ცნობით,  AFD-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებთან, ზაზა სიხარულიძესთან და ირაკლი ურუშაძესთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტებსა და დაფინანსების საკითხზე ისაუბრა.

“ფრანგული მხარე, არსებული ვითარების გასაცნობად, ხაშურში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მისიის ფარგლებში, შეფასდა საპროექტო სამუშაოების პროგრესიც.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, AFD სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, წყალმომარაგების სექტორში. სააგენტო 108 ქვეყანაში 2 500-ზე მეტი პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.