კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემა დამთავრდება

923

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. კალაძის თქმიტთ გამარჯვებული იქნება ის კომპანია, რომელიც მერიას მინიმუმ 5 000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

“კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები წლების მანძილზე ბინებს ელოდებიან სახელმწიფოსგან, თუმცა ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაკმაყოფილება და ადამიანები ამ მოლოდინში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დაბერდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებება, რომ ეს პრობლემა მათ მოვუგვაროთ. დავიწყეთ მუშაობა, მე ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზ ევისაუბრე, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში დამთავრდება. მოხდება ბინებით დაკმაყოფილება. დღეს ჩვენ გამოგვაქვს ერთი კონკრეტული ლოკაცია მაჭავარიანის ქუჩაზე. მიწის ფართობი არის 12 223 კვ.მ. და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომ ჩაერთოს სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები. გამარჯვებული იქნება ის, ვინც მინიმუმ 5 000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს გადმოგვცემს იმისთვის, რომ მინიმუმ 80 ოჯახი დავაკმაყოფილოთ”,- განაცხადა კალაძემ.