კალაძე: მიწისქვეშა პარკინგზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში არავინ მიიღო მონაწილეობა

694

წინა სტატია

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყების წინ კახა კალაძემ განაცხადა, მერიის მიერ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

ამასთან, დასძინა, რომ თუ კერძო სექტორი ამ წინადადებით არ ინტერესდება, საპარკინგე ადგილების მოწყობა მუნიციპალიტეტს მოუწევს.

“სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია. მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ, თუმცა ეს ინტერესთა გამოხატვები დადებითი შედეგებით ვერ დასრულდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ პუშკინის სკვერის მიმდებარედ პარკინგის მოწყობაზე, წინასაარჩევნოდ (2016 წელს) მიმდინარე მოვლენები გაიხსნება და განაცხადა, ,რომ მაშინ ამ პროცეს სათავეში პოლიტიკური პარტიები ედგნენ. კალაძე პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა თავად გააკეთონ მიწისქვეშა პარკინგები იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული.

” კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგა ამ პროცესს სათავეში და ნამდვილად სამარცხვინოა რაც ხდებოდა მაშინ. იყო მცდელობა მოსახლეობის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. არ უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. იყო ბრალდებები, რომ თითქოს მუნიციპალიტეტმა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ფაქტი სახეზეა, 1 ლარად ვაძლევთ ბიზნესსექტორს და იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც მაშინ იძახდნენ, რომ ჩვენ მოგვეცით ეს მიწისქვეშა ნაკვეთები და ჩვენ გავაკეთებთ მიწისქვეშა პარკინგებსო. ა ბატონო, აქ არის სამი ლოკაცია წარმოდგენილი, გადმოგცემთ 1 ლარად და გააკეთეთ მიწისქვეშა პარკინგები, თუმცა დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ პარტიებს ამის შესაძლებლობა არ გაგაჩნიათ. მესმის, რომ ეს ბიზნესი არარენტაბელურია. ჩვენ ამ პროექტს ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ და გვინდა, რომ ბიზნესიც ჩავრთოთ. თუ ბიზნესი ვერ დაინტერესდება, ჩვენ მოგვიწევს ამის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.