მოქალაქეებმა ზუგდიდის მერს სკვერისა და საპირფარეშოს აშენების მოთხოვნით მიმართეს

1352

ანაკლიაში მცხოვრებმა 26-მა მოქალაქემ ზუგდიდის მერს სკვერის და საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენების თხოვნით მიმართა. შესაბამისი წინადადება სამოქალაქო საბჭომ შეიმუშავა, რომელიც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ არის ჩამოყალიბებული. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ანაკლიელების თქმით, ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდა ტურისტულად აქტიური ზონებისა, არაფერი კეთდება მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

„მოსახლეობა მზად არის შრომაც გაიღოს, რომ შევქმნათ ლამაზი პარკი, სადაც ახალგაზრდები და ხანდაზმულები დასვენებას შევძლებთ“, – ამბობს მაია ბულია.

საპასუხოდ ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე შესაბამისი სამსახური მუშაობს და მომავალ კვირას ანაკლიელების მიმართვას პასუხს გასცემენ.