ქუთაისში დედაენის თემაზე შექმნილი ნახატი დააზიანეს (ფოტო)

1913

წინა სტატია

ქუთაისში დედაენის თემაზე შექმნილი ნახატი დააზიანეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. უცნობმა პირებმა ნახატი დააზიანეს და ზედ სხვადასხვა შინაარსის წარწერები დაიტანეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ქუთაისში ხშირად ხდება ვანდალური ფაქტები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში დამნაშავის გამოვლენა არ მომხდარა.

ნახატი დედაენის დღესთან დაკავშირებით “მონ პლეზირის” თაღის მერიის და ზურაბ ჟვანიას ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით შეიქმნა.