euronews-მა ძველი თბილისის შესახებ სიუჟეტი მოამზადა (ვიდეო)

1087

euronews-მა ძველი თბილისის შესახებ, გადაცემა „ღია ბარათის“ ფარგლებში, სიუჟეტი მოამზადა სახელწოდებით “ძველი თბილისი: ხიდი ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის”. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

ავტორის თქმით, თბილისში თანამედროვეობა და ანტიკური ისტორია ერთმანეთისგან მცირე მანძილით არის დაშორებული და ამის მაგალითად მშვიდობის ხიდი მოჰყავს.

სიუჟეტში დედაქალაქის დაარსების ისტორიაც არის წარმოდგენილი და ნაჩვენებია ის ადგილი, სადაც ლეგენდის მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა ხოხობზე ნადირობისას წყალში დამხრჩვალი საკუთარი მიმინო იპოვა.