საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა გორში წელს ვერ მოესწრება

1283

გორში ბიო ტუალეტები არ გვჭირდება, დაგეგმილია სამი საზოგადოებივი საპირფარეშოს მოწყობა – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას“ გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა აცნობა.

ზურა ჯალაღანიას გნმარტებით, აღნიშნული მიმართულებით გრანტი უკვე არსებობს და სამუშაოები შემოდგომისთვის დაიწყება.

“პროექტი უკვე არსებობს და სამუშაოებიც მალე დაიწყება. ერთი საპირფარეშო იქნება 26 მაისის სანაპიროზე, ტურისტული ცენტრი სადაც კეთდება, მეორე – ახალბაღის ტერიტორიაზე, მესამე კი გორის ციხესთან.

იცით ალბათ, რომ გრანტი გვაქვს მოგბული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრგების შესახებ გორში და სწორედ ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია ამ საპირფარეშოების მოწყობაც.

ვფიქრობთ, აგვისტო-სექტემბერში დაიწყება პროექტის განხორციელება.

გარდამავალი პროექტია და საპირფარეშოების მოწყობა მომავალ წელს დასრულდება”, – ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ჯალაღანია.