დავით ნარმანია NDI -ის კვლევის შედეგებს არ ეთანხმება

788

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობა თბილისის მერის დავით ნამრმანიას საქმიანობას  შემდეგნაირად აფასებს:

ძალიან კარგად – 1%,
კარგად – 7%,
საშუალოდ – 33%,
ცუდად – 37%,
ძალიან ცუდად – 15%.

აღნიშნულ კვლევსათან დაკავშირებით, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით განწყობა გაცილებით უკეთესი, პოზიტიური და მაღალრეიტინგულია,  ვიდრე  ეს NDI-ს კვლევებშია ასახული:

“ზოგადად NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია საერთოა. ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ. თუ რასაც ჩვენ ვაკეთებთ არაფერს ნიშნავს და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის მერი დაბალრეიტინგულია, მაშინ იგივე საზოგადოებას უნდა ვკითხოთ- მეტს რას ელოდებიან თბილისის მერიისგან? – მე ვფიქრობ, რომ განწყობა გაცილებით უფრო უკეთესია, პოზიტიურია და მაღალრეიტინგულია”, – განაცხადა ნარმანიამ.

იხილეთ: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევა