ვარკეთილში კუპრაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

707

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში, კუპრაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზა და N18 კორპუსის მიმდებარედ  ბორდიური. ტროტუარი და შიდა ეზო მოწესრიგდა.

ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, 3 300 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება.

“სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერია-ჯ“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 150 000 ლარია”,- აცხადებენ გამგეობაში.