ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 280 000-ზე მეტი ლარის ღირებულების მანქანებს ყიდულობს

698

ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 4 პიკაპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა,  რომლის ღირებულება 281,260 ლარია. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ტენდერი 15 ივნისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 29 ივნისს იწყება და 2 ივლისს სრულდება.

შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: მარცხენასაჭიანი, ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), განბაჟებული და გამოშვებული არაუადრეს 2017 წლისა.

მანქანები აღჭურვილნი უნდა იყვნენ კონდიციონერით, აუდიოსისტემით, საჭის გამაძლიერებლით, საჭის სიმაღლისა და სარკეების ელექტრონული მარეგულირებლებით და ა.შ.

ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.