გურჯაანის თვითმმართველობა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადადის

639

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის განმარტებით, წარმომადგენლობით ორგანოში შეიქმნება მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება, სადაც კანცელარიაში უკვე დასაქმებული პირები იმუშავებენ. თინათის ბიწაძის ინფორმაციით, განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კი ღია კონკურსი გამოცხადდება.

“მოქალაქეები განცხადებით მოგვმართავენ ელექტრონულად. ამასთან დაკავშირებით საკრებულოში შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება. საქმის ელექრონულად წარმოების უპირატესობა არის ის, რომ განცხადებების და მომართვების მიღება უფრო სწრაფად იქნება შესაძელებელი”, – განაცხადა თინათინ ბიწაძემ.