ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

995

ბორჯომში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სამუშაოები შიდა ქუჩებზე ხორციელდება.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით,პროექტის ფარგლებში ფარგლებში შიდა გზებზე ყველა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება.

მისივე განმარტებით, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ჩატარდება ხიდისა და ტროტუარის მოაჯირებისა და ლითონის ზედაპირიანი კონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები.

პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 96 633 ლარით დაფინანსდა და მას შპს „მშენებელი“ ახორციელებს. კომპანია საჭიროების შემთხვევაში გზებზე ორმოულების შეკეთებას მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

წყარო: ინტერპრესნიუსი