,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

793

11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრა, რომლის მიზანი  ვროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ინფორმირება გახლდათ,  “ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის”  პროექტის ფარგლებში ჩატარდა.  მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის განხორციელებამ და უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ.

დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარემ – მიხეილ მირზიაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე – ბექა ღარიბაშვილი, გამგეობისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები.