წყნეთში დამცავი კედლის მშენებლობა და გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

882

წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა აფხაზეთის N22-ში, გურამიშვილის N15-ში, დიდგორის I ჩიხში და რუსთაველის I შესახვევში მოწესრიგდება, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ჯამში ასფალტის საფარი 3 270 მ2 ფართობზე დაიგება.

“გზის საფარი დანარჩენ მისამართებზეც განახლდება”- აცხადებენ გამგეობაში.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიურები.

გამგეობის ცნობით, საგზაო პროექტების გარდა, წყნეთში, კოსტავას N48-ში დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 მეტრის სიგრძისა და ოთხ მეტრამდე სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდება.