ქუთაისის მერია სარესტორნე და სასტუმროს მომსახურებისათვის 97 800 ლარს იხდის

844

ქუთაისის მერიამ 2018 წელს კვებითი და სარესტორნე მომსახურებისათვის  53 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა.

გამოცემა “ნიუპრესის” ცნობით,  რამდენიმე შემთხვევაში კვებითი და სასტუმროს მომსახურება ერთ ხელშეკრულებაშია მოქცეული, ამიტომ  სასტუმროების  მომსახურებისათვის ხარჯი ცალკე დაიანგარიშეს, რაც ჯამში  44 800  ლარი გამოვიდა.

შედეგად, წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 97 800 ლარია.