ზაქარია ქუცნაშვილმა ირაკლი კობახიძეს ინიციატივით მიმართა, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირების მიმართ პოზიტიური დისკრიმინაცია დაუშვან

790

დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს წინადადებით მიმართა, კონსტიტუციის პროექტში მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირების მიმართ პოზიტიური დისკრიმინაცია დაუშვან. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვილებების პროექტის საყოველთაო-საყოველთაო განხილვისას ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ ჩანაწერით მოხდება მთაში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა.

“მთის განვითარების კანონის ამოქმედებას 20 წელი ველოდებოდით. ახლა მინდა ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავცე საერთო წინადადება და გთხოვოთ, რომ ზოგად დებულებებში ჩანაწერი, რომ მთას ექნება განსაკუთრებული სტატუსი, იქნებ გავამყაროთ მეორე თავში კონკრეტული უფლებების შეტანით. საერთო თანასწორობის მუხლში კონსტიტუციის პროექტში პოზიტიური დისკრიმინაცია დავუშვათ. კერძოდ, ჩვენ ამ პოზიტიურ დისკრიმინაციას ვუშვებთ შშმ პირების მიმართ და ვაღიარებთ, რომ სახელმწიფოს ექნება სავალდებულო მზრუნველობა.  აქ დაემატოს ასეთი რედაქცია რომ – სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირების უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის და ასევე კანონი ადგენს შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მუდმივი მცხოვრებლებისათვის და მთის საწარმოებისთვის. ეს იქნება დაზღვევა, რომ თუ კიდევ მოვა მთის მოძულე ხელისუფლება მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში იდაონ, ეკუთნის თუ არა ეს შეღავათები”, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.