ახალციხეში დაზიანებული ბიუეტები შეაკეთეს

751

წინა სტატია

ახალციხის ცენტრალურ პარკსა და სკვერებში ბიუეტები ამოქმედდა. ამ დრომდე ცენტრალურ პარკში, ასევე, ცხრა აპრილის ქუჩაზე და შოთა რუსთაველის ძეგლთან სკვერებში ბიუეტები გაფუჭებული იყო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მაისიდან, მას შემდეგ რაც ქალაქში ტემპერატურამ იმატა, ადგილობრივები სკვერებში უწყლობის გამო ჩიოდნენ. ახალციხის მერიამ დღეს, 22 ივნისს, ქალაქში მოქმედი სამი ბიუეტი შეაკეთა.