საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1261

საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს გორისა-ჯალაურთას 6-კილომეტრიანი გზის მოასფალტებას. ასევე, მოეწყობა გაბიონები, ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი მილები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.