ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მომსახურებით, ქალაქში შემოსულ ვიზიტორთა 10% სარგებლობს

1174

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მაისში ქუთაისის აეროპორტი 52,631 მგზავრს მოემსახურა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 %-ით მეტია (38, 417 მგზავრი).

გამოცემა “ნიუპრესთან” საუბარში, ქუთაისის ა(ა)იპ ტურიზმის ცენტრი ხელმძღვანელი პაატა ლილუაშვილი ადასტურებს, რომ ტურისტების ზრდის მთავარი ფაქტორი აეროპორტია, ამავდროულად, განმარტავს, რომ ქალაქის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა ტურიზმის ცენტრი, რაც საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით გამოიხატება. პაატა ლილუაშვილის თქმით, ქუთაისში შემოსულ ტურისტთან რაოდენობით პირველ ადგილზეა პოლონეთი.

“ჩვენს მიერ, ყოველთვიურად  ხდება მონაცემების აღრიცხვა. ყოველი თვის მონაცემები მეტია გასული წლის იმავე თვის მონაცემებზე მეტია. ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილზეა პოლონეთი, შემდეგ გერმანია და  ევროპის წამყვანი ქვეყნები”, –განაცხადა პაატა ლილუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ცენტრის მომსახურებით ქალაქში შემოსული ტურისტების მხოლოდ, 10 % სარგებლობს,   პაატა ლილუაშვილის მტკიცებით, ეს მაჩვენებელი კარგია და ასეთი მაჩვენებელია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ტურიზმის ცენტრს მხოლოდ მაისის თვეში  1949 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის მაისის მონაცემებზე დაახლოებით 1000–ით მეტია, თუმცა საკმაოდ მცირეა ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებთან შედარებით.

ქუთაისში ყველაზე პოპულარულ ადგილებს შორის  კვლავ ლიდერობს ბაგრატის ტაძარი, ტურისტულ ტურში იმერეთიდან ასევე მოთხოვნადია გელათის ტაძარი,  სათაფლია, პრომეთე, გორდა ოკაცეს კანიონი.

ტურიზმის ცენტრი 2017 წელს გაიხსნა. მისი  ბიუჯეტი 23 3000 ლარია.