ახალციხეში ცენტრალური ქუჩების ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება

641

ახალციხეში, ცხრა აპრილის, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩებზე, წელს სხვადასხვა მონაკვეთი მოასფალტდება. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალციხის მერის ზაზა მელიძის თქმით, ქალაქში ისეთი მონაკვეთებია, რომელებიც აღარ ექვემდებარება ორმულ შეკეთებას და მოვლა–პატრონობას.

“ეს გაზაფხულის შემდეგ განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რადგან მალ–მალე ზიანდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, გზის სრული რეაბილიტაციის პროექტზე დაგვეწყო მუშაობა,“ – თქვა მელიძემ.

მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალციხეში უნდა მოასფალტდეს კოსტავას ქუჩა, (მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი ხიდიდან ახალციხის მერიამდე, ასევე, თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლების ირგვლივ ტერიტორია), ცხრა აპრილის ქუჩა, (შუქნიშნიდან საფარის გზის გადასახვევამდე, ასევე, მესაზღვრეების დასახლების შესახვევამდე და თერთმეტსართულიანების ასასვლელის ნაწილი), რუსთაველის ქუჩა,(უნივერსიტეტიდან ახალქალაქის გზატკეცილამდე, ასევე, წრიულის ირგვლივ მონაკვეთი).

სამივე ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წელსაც დასრულდება.