ქობულეთის სოფელ ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1105

ქობულეთის სოფელ ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ცენტრალური და შიდა ქსელების მოწყობასა და აბონენტთა გამრიცხველიანობას ითვალისწინებს.

“ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების შედეგად 1 000-ზე მეტი ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებისთვის 972 885 ლარია გამოყოფილი.