მესტიის სოფელ ფარში 18 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა

702

მესტიიდან 28 კილომეტრის დაშორებით, ფარის თემი მდებარეობს, ის რამდენიმე პატარა სოფელს მოიცავს, რომლებიც დაცლის პირას არიან. თემში 175 ადამიანი ცხოვრობს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ფარის საჯარო სკოლაში სულ 35 ბავშვი დადის. არის კლასები, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლეა.სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკატერინე წულუკიძე 18 წელია ამ სკოლაში ასწავლის.

მან დიდი ხნის წინ დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ახალგაზრდებს სოფლიდან წასვლაზე არ ეფიქრათ.

„პირველი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელეთ, ეს იყო, რომ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით შევიძინეთ სანაგვე კონტეინერები, რაც სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – გვითხრა ეკატერინე წულუკიძემ.

გასულ წელს, კი მან სოციალური საწარმო გახსნა ქალებისთვის. საწარმოში იკერება სატინის, ტეფალის, ბამბუკისა და ჩითის თეთრეული. ტექსტილზე მუშაობის პარალელურად, გამოცდილი მკერავი გოგონებს ასწავლიან ხელსაქმეს.

ქალების საწარმოს შემდეგ, მან გოგონების და ბიჭებისთვისაც გახსნა საწარმო, სადაც 15 – დან 18 წლის ჩათვლით მოზარდები თექაზე მუშაობას, ქსოვას, კერვას, ხატვას, ხეზე კვეთას და სხვა პროფესიულ უნარებს ეუფლებიან.

გოგონების და ბიჭების ახლადგახსნილ საწარმოში 15-მდე მოსწავლეა.