ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

700

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ემტეესის დასახლებაში, სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქიაჩელის, კლდიაშვილისა და მესხიძის ქუჩებზე ასფალტის საფარი იგება.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ხოლო ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ამასთან, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდაველი ბარიერები დამონტაჟდება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 154 565 ლარი დაიხარჯება.

“ემტეესის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბნის კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება”,- აცხადებენ მერიაში.