ჩხოროწყუს სოფელ მუხურში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 75 მილიონი დოლარი დაიხარჯება

625

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში აშენდა ხიდი მდინარე გვალაშარაზე, მოეწყო ხიდ-ბოგირი მდინარე ნოხუერზე, ამჟამად კი, მიმდინარეობს გზის მშენებლობა პორტალის სათავე ნაგებობამდე, სადაც დაიწყება გვირაბის 6-კმ.იანი მონაკვეთის მოწყობა.

პროექტს შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოებში დასაქმებულია 45 – მდე ადამიანი.

მერიის ცნობით, „ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 41,5 მგვტ, იქნება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის დაახლოებით 75 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სამუშაოები კი 2020 წლისთვის დასრულდება