ჭიათურაში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისთვის 36,6 მლნ ლარი დაიხარჯება

965

ჭიათურის მუნიციპალიტეტიში, ნაგუთის დასახლებაში, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.

მერიის ცნობით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი 36,6 მლნ ლარით აფინანსებს.

აღნიშნული სამუშაოები სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე, პროექტის ფარგლებში ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელები მოეწყობა.

“პროექტი 2019 წელს დასრულდება, რომლის შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”, – აცხადებენ მერიაში.