2018 წელს ხონის მუნიციპალიტეტში 20-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

843

ხონის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტში 20-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, ქალაქ ხონის №1 და სოფელ გოჩა – ჯიხაიშის საბავშვო ბაღებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და დასრულდება ა(ა)იპ ხონის სამხატრო სკოლის კეთილმოწყობა.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ მათხოჯში, ბარაბაძეების უბანში, სოფელ ახალშენში ეკო მიგრანტთა დასახლებაში, სოფელ საწულუკიძეოში ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრამდე, სოფელ ნახახულევში ტაძრიდან ეძგვერაძეების უბნამდე, სოფელ დედალაურთან დამაკავშირებელ, სოფელ მათხოჯის დედათა მონასტერთან მისასვლელი, სოფელ გუბის ცენტრიდან სასაფლაომდე შიდა საუბნო გზასა და სოფელ ქუტირში ცენტრალური გზიდან სოფელ გვაზაურში მიმავალ გზებს.

ამასთან, ქალაქ ხონში თამარ მეფის, 26 მაისის, ზ. კაკაბაძის  და ნუცუბიძის ქუჩებზე მოწესრიგდება გზის საფარი.