ოზურგეთის საკრებულოში, სადაც ნაციონალები შიმშილობენ, დაპირისპირება მოხდა

758

წინა სტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები შიმშილობენ, ხმაური და დაპირისპირება იყო. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ბესიკ ქათამაძე და დავით მჟავანაძე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარზე ჩაფხუტების მიჭედებას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ისინი გარეთ გამოიყვანეს, რასაც მოშიმშილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოზურგეთში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა, კერძოდ, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს. ქათამაძის ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა.

18 ივნისს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დეპუტატებმა დათო მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თორნიკე გოგუაძემ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს.