კრწანისის რაიონში, გორგასალის N23-ში, საცხოვრებელ სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა

958

კრწანისის რაიონში, გორგასალის N23-ში, საცხოვრებელ სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა. გამგეობის ცნობით, შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის მთლიანად ჩამოშლის საფრთხე არსებობდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სახლის ფასადს, სახურავსა და თაღს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

“ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნების მიზნით, ფასადზე არსებული ჩუქურთმები და შენობის ავთენტურობა სრულად არის შენარჩუნებული. სახლი პირველადი იერსახით აღდგა”,- აცხადებენ გამგეობაში.

ამასთან, ამ ეტაპზე, აღნიშნული ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება მიმდინარეობს.

ასევე, გორგასალის N115-ში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

“მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და მოეწყო ბალახის ხელოვნური საფარი. განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.