ორხევში ახალი სკვერი მოეწყო

835

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ამილახვრის ქ. N11-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო.

გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარგლებში, 175 კვ.მ ფართობზე საბავშვო ატრაქციონები და სკამები განთავსდა.

“სკვერის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 29 126 ლარი გამოიყო”,-აცხადებენ გამგეობაში.

ამასთან, მათივე ცნობით, ორხევის დასახლებაში სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის სამუშაოებიც ხორციელდება.