ამბროლაურში 1 676 026 ლარის ღირებულების სპორტული მოედანი შენდება

980

ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შენდება. ამბროლაურის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 1 676 026 ლარია.

პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა.