ბორჯომის სამ სოფელში რკინა-ბეტონის გზებს აგებენ

976

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვაბისხევი, ტბა და დაბა წაღვერში რკინა-ბეტონის გზები იგება, ბორჯომის მერიის ცნობით, მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე  ეწყობა დამხმარე ნაგებობა.  სამივე ობიექტზე ჯამში 3,5 კილომეტრამდე სიგრძის რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. პროექტებს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, დაახლოებით 800 000 ლარი მოხმარდა.

მერიის ცნობით, სოფელ სადგერის საკანალიზაციო მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ჯამში კანალიზაციის ქსელი 1796 მეტრზე მოეწყობა, რასაც 158 550 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ბორჯომის მერიის ინფორმაციით, იგეგმება დაბა წაღვერში კულტურის სახლის რეაბილიტაციაც. შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოცხადდება.