დღეს, 12:00 საათზე თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება

784

2018-2019 სასწავლო წლისთვის, თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას “ცუდი ხმები მისდის” იმის შესახებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებს ნაცნობობით არეგისტრირებენ. კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა.